ახალი ამბები

„მოღალატეობრივი სიცრუეა, რომ დაყვავებით გადავრჩებით“ – ბოკერია აფხაზეთში რუსული ბაზის გახსნის გეგმებზე

5 ოქტომბერი, 2023 • 1516
„მოღალატეობრივი სიცრუეა, რომ დაყვავებით გადავრჩებით“ – ბოკერია აფხაზეთში რუსული ბაზის გახსნის გეგმებზე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ეხმაურება აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის გახსნას. იგი ხაზს უსვამს, რომ იდეა, თითქოს რუსეთის დაშოშმინებით საქართველო გადარჩება, „ყველამ უნდა უარვყოთ“.

იგი აგრეთვე კითხულობს, რატომ აქებს მტერი საქართველოს ხელისუფლებას, თუ არ აწყობს ამავე ხელისუფლების ქმედებები.

„საოკუპაციო რეჟიმი, ანუ იგივე რუსეთი, თან აქებს ჩვენს ხელისუფლებას და აქედან ჩვენ ყველამ კითხვა უნდა დავსვათ, მტერი რატომ შეიძლება აქებდეს შენს ხელისუფლებას, თუ არ აწყობს ის, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს. ეს ხელისუფლება კი გვტოვებს დასავლეთისგან იზოლაციაში მაშინ, როდესაც იქვე გვაგებინებენ, რომ დამატებითი ბაზა იხსნება.

აქედან დასკვნა, ერთადერთი უნდა გამოვიტანოთ ყველამ ერთად, რომ ეს მოღალატეობრივი სიცრუე, რომ ჩაწოლითა და დაყვავებით გადავრჩებით, ყველამ უნდა უარვყოთ და ეს რეჟიმი დემოკრატიულად გამოვცვალოთ. მხოლოდ NATO-ში ინტეგრაციით, ქვეყნის
შიგნით თავდაცვისუნარიანობის გაზრდით შევძლებთ თავის დაცვას რუსული საფრთხისგან და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, – ამბობს გიგა ბოკერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი