ახალი ამბები

„მცდელობა, საომარი მოქმედებები გადმოიტანონ აფხაზეთში“ – ჯაფარიძე რუსული საზღვაო ბაზის გახსნის გეგმებზე

5 ოქტომბერი, 2023 • 2723
„მცდელობა, საომარი მოქმედებები გადმოიტანონ აფხაზეთში“ – ჯაფარიძე რუსული საზღვაო ბაზის გახსნის გეგმებზე

„ლელო“ ეხმაურება აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის განთავსების გეგმებს. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ამ ბაზის გახსნით მოსკოვი ცდილობს, საომარი მოქმედებები გადმოიტანოს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ბაზა გამოყენებული იქნება რუსეთის საზღვაო ძალების შესაფარებლად, რომლებიც დარტყმის ქვეშ არიან სევასტოპოლისა და ნოვოროსიისკის პორტებში. ეს გემები ატარებენ ფრთოსან რაკეტებს, რომლებსაც უშენენ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას. ეს გემები წარმოადგენენ უკრაინის ლეგიტიმურ სამიზნეებს. ამ ბაზის მშენებლობა არის მოსკოვის პირდაპირი მცდელობა, საომარი მოქმედებები გადმოიტანოს აფხაზეთში. მოვუწოდებთ აფხაზეთში ჩვენს თანამოქალაქეებს, წინ აღუდგენ ამას, ვინაიდან ეს საფრთხეს უქმნის მათ უსაფრთხოებას“, – თქვა ჯაფარიძემ ბრიფინგზე.

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე გააკრიტიკა მმართველი პარტია ამ საკითხზე განცხადების არგაკეთების გამო. მისი თქმით, ამ საკითხზე „ოცნების“ დუმილი და ამავე დროს, დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა, ადასტურებს, რომ მმართველი პარტია რუსეთის პარტნიორია.

ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსების შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან” ინტერვიუში ისაუბრა:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ გეგმებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა:

მასალების გადაბეჭდვის წესი