ახალი ამბები

„დაშოშმინების პოლიტიკის ჩავარდნაა“ – გახარია აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის გახსნის გეგმებზე

5 ოქტომბერი, 2023 • 1104
„დაშოშმინების პოლიტიკის ჩავარდნაა“ – გახარია აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის გახსნის გეგმებზე

რუსეთის გადაწყვეტილება, აფხაზეთში საზღვაო-სამხედრო ბაზა გახსნას, დემონსტრირებს ივანიშვილისეულ კრემლის დაშოშმინების პოლიტიკის სრულ ჩავარდნას, მიიჩნევს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

„რუსეთის გადაწყვეტილებას, დააარსოს მუდმივი საზღვაო ბაზა ოკუპირეულ აფხაზეთში, აჩვენებს კრემლის დაშოშმინების ივანიშვილისეული პოლიტიკის სრულ ჩავარდნას. მმართველი პარტია უარს ამბობს რეაგირებაზე, ან მოსკოვისა და საოკუპაციო რეჟიმის შეხვედრების ახალი სამხედრო ბაზის გახსნით დამთავრების შემჩნევას“, – წერს იგი X-ში (ყოფილი „ტვიტერი“).

დაშოშმინების პოლიტიკა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ნევილ ჩემბერლენის მიერ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ნაცისტური გერმანიის მიმართ არჩეული მიდგომაა, რომლის მოკლე აზრიც იმაში მდგომარეობს, რომ გარკვეული დათმობების სანაცვლოდ, შეიძლება აგრესიულ სახელმწიფოსა თუ ლიდერს უარი ათქმევინო ამბიციებზე.

ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსების შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან” ინტერვიუში ისაუბრა:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ გეგმებთან დაკავშრებით შეშფოთება გამოხატა:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი