ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ლავროვი ბჟანიას დახმარებას შეჰპირდა, რომ მეტმა ქვეყანამ აღიაროს აფხაზეთი

3 ოქტომბერი, 2023 • 1656
ლავროვი ბჟანიას დახმარებას შეჰპირდა, რომ მეტმა ქვეყანამ აღიაროს აფხაზეთი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოჭში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა და დახმარებას შეჰპირდა მათი დამოუკიდებლობის აღიარების გაფართოების კუთხით.

რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, ლავროვმა აფხაზეთის [დე ფაქტო] პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მადლობა გადაუხადა უკრაინაში “სპეცოპერაციის” მონაწილე მებრძოლებისთვის რეგულარულად გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარებისთვის და რუსეთის მხრიდან აფხაზეთის განვითარებისთვის ყველა სფეროში მხარდაჭერა გამოთქვა.

გარდა ამისა, სერგეი ლავროვმა და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა 2024-2025 წლების საგარეო პოლიტიკის ერთობლივი გეგმების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

შეხვედრისას ლავროვმა მადლობა გადაუხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასაც უკრაინაში ოსი სამხედროებით მხარდაჭერის გამო და რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების, თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში მხარდაჭერაც გამოუცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი