ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ლავროვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებს შეხვდება

2 ოქტომბერი, 2023 • 1698
ლავროვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებს შეხვდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 3 ოქტომბერს სოჭში ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს გამართავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტებთან, ასლან ბჟანიასა და ალან გაგლოევთან; ასევე, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ინალ არძინბასთან და ასხარ ჯიოევთან. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.

ოფიციალური ცნობით, “შეხვედრაზე მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხების ფართო სპექტრს და საერთაშორისო და რეგიონალურ პრობლემურ თემებს განიხილავენ, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჟენევის საერთაშორისო მოსალაპარაკებებისას კოორდინაციის თემას და ხელი მოწერება 2024-2025 წლების საგარეო პოლიტიკურ ერთობლივ გეგმებს”.

რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის ომის შემდეგ აღიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი