ახალი ამბები

დეკანოიძის თქმით, პირი, რომელსაც მასზე შემაკავებელი აქვს გამოწერილი, პარლამენტში დახვდა

28 სექტემბერი, 2023 • 1490
დეკანოიძის თქმით, პირი, რომელსაც მასზე შემაკავებელი აქვს გამოწერილი, პარლამენტში დახვდა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პირი, რომელსაც მასზე ადევნების გამო შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი, პარლამენტის შენობაში დახვდა.

დეკანოიძის თქმით, აღნიშნულ პიროვნებას არ იცნობს და პირველად რამდენიმე თვის წინ ნახა, როდესაც  რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტთან ხვდებოდა და გაყოლას სთხოვდა. ხატია დეკანოიძის განცხადებით, აღნიშნულზე პოლიციას მიმართა, კაცი რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა და მას დეპუტატზე ადევნებისთვის შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.

როგორც ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, მას შსს-სგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ ამ პირმა საქართველო დატოვა, თუმცა დღეს, 28 სექტემბერს პარლამენტის შენობაში დახვდა:

ნეტგაზეთი მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი