ახალი ამბები

სროლა სამტრედიაში — ყოფილი პოლიციელის სახლს სავარაუდოდ თავს დაესხნენ

25 სექტემბერი, 2023 •
სროლა სამტრედიაში — ყოფილი პოლიციელის სახლს სავარაუდოდ თავს დაესხნენ

სამტრედიაში ყოფილ პოლიციელს სავარაუდოდ, თავს დაესხნენ.

ორმხრივი სროლისას თავდამსხმელი დაიჭრა, ის ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც „მთავარ არხთან“ ყოფილი პოლიციელის დედა ჰყვება, თავდამსხმელს ოჯახი არ იცნობდა. ქალის თქმით, მისი შვილი დააკავეს და ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

„ნეტგაზეთს“ მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ დაწყებულია გამოძიება, დამატებით დეტალებზე კი მოგვიანებით ისაუბრებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი