ახალი ამბები

ღარიბაშვილი გაეროში: ჩვენი მიღწევები იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

23 სექტემბერი, 2023 •
ღარიბაშვილი გაეროში: ჩვენი მიღწევები იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლის აღნიშნა, რომ საქართველოს მიღწევები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე დადებით გადაწყვეტილებას იმსახურებს.

“ჩვენი მიღწევები იმსახურებს ევროკავშირის დადებით გადაწყვეტილებას… ველით, რომ საქართველოს თვალსაჩინო შედეგები და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტი სამართლიანად შეფასდება. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთადერთი გზაა!

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მინდა ხაზი გავუსვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და გაეროს წესდებაში ასახული ფუნდამენტური პრინციპების მნიშვნელობას”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი