ახალი ამბები

ვისთან და რითი ვაჭრობს საქართველო — 2023-ის სტატისტიკა

19 სექტემბერი, 2023 •
ვისთან და რითი ვაჭრობს საქართველო — 2023-ის სტატისტიკა

წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 14 მილიარდი აშშ დოლარი – წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 16.8%-ით მეტი, იტყობინება „საქსტატი“.

ექსპორტის მოცულობა იყო 4.079 მილიარდი აშშ დოლარი (ზრდა 14.4%), იმპორტი – 9.9 მილიარდი აშშ დოლარი (ზრდა – 17.8%).

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან აზერბაიჯანი (საერთო წილის 13.9%), სომხეთი (13.5%), რუსეთი (11.3%). მკვეთრადაა გაზრდილი ექსპორტი ყირგიზეთში – 949.3%-ით წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება იმპორტს, საქართველოს უმსხვილესი პარტნიორები არიან თურქეთი [საერთო წილის 16,6%], რუსეთი [12,3%] და აშშ [12%].

მთლიანობაში, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და აშშ.

ექსპორტის მხრივ, საქართველოს ყველაზე მოთხოვნადი სასაქონლო ჯგუფებია მსუბუქი ავტომობილები, რომელთა ექსპორტიც წინა წელთან შედარებით 178.1%-ით გაიზარდა და რომლებზეც ექსპორტის მესამედზე მეტი მოდის. მეორე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები (10.1%), მესამეზე – ყურძნის ნატურალი ღვინოები (4.2%). თუმცა, „საქსტატის“ სტატისტიკითვე, ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებული განსხვავებულია – ამ კატეგორიაში არ გადის რეექსპორტი (ანუ, იმპორტირებული საქონლის სხვა ქვეყანაში გატანა). ადგილობრივ ექსპორტში ლიდერობს სპილენძის მადნები და კონცენტრატები (21.1%), ყურძნის ნატურალური ღვინოები (8.7%) და ფეროშენადნობები (6%).

რაც შეეხება იმპორტს, პირველ ადგილზე კვლავ მსუბუქი ავტომობილებია (19.7%). მეორეზე – ნავთობი და ნავთობპროდუქტები, (7.2%), მესამეზე – სამკურნალო საშუალებები (3.6%).

მასალების გადაბეჭდვის წესი