ახალი ამბებიხელოვნება

გიორგი ფოცხიშვილი ალექსანდრა რადიუსის ჯილდოს გამარჯვებულია

17 სექტემბერი, 2023 • 2212
გიორგი ფოცხიშვილი ალექსანდრა რადიუსის ჯილდოს გამარჯვებულია

ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის სოლისტი – გიორგი ფოცხიშვილი გახდა 2023 წლის ალექსანდრა რადიუსის ჯილდოს მფლობელი.

ალექსანდრა რადიუსი წლების მანძილზე იყო ნიდერლანდების ნაციონალური თეატრის მთავარი და გამორჩეული სოლისტი. მის სახელს ატარებს ჯილდო, რომელიც გადაეცემათ გამორჩეულ და იმედისმომცემ ახალგაზრდა მოცეკვავეებს.

გიორგი ფოცხიშვილი 2020 წელს შეუერთდა ნიდერლანდების ნაციონალურ თეატრის ახალგაზრდულ დასს. 2023 წლის აპრილში კი – ქართველი ბალერონი დააწინაურეს სოლისტის პოზიციაზე.

 

„(…)ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ პრიზი უნდა გადასცემოდა ქართველ ბალერონ – გიორგი ფოცხიშვილს, რომელიც ახალგაზრდულ დასს 2020 წელს შეუერთდა და სამი წლის შემდეგ, უკვე არის ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის სოლისტი. (…) გასულ სეზონში გიორგიმ აჩვენა, რომ იგი იქცა გამოცდილ მოცეკვავედ, რომლის არშემჩნევაც შეუძლებელია”, – განაცხადა ჟიურიმ.

გიორგი ფოცხიშვილმა მადლობა გადაუხადა ჟიურის: „მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჟიურის და ალექსანდრას ამ აღიარებისთვის. მათი რწმენა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის! დიდი პატივია ვიყო განსაკუთრებული ისტორიის ნაწილი იმ მოცეკვავეების გვერდით, რომლებსაც აქამდე მიუღიათ ჯილდო; ჩემი სახელის მათ გვერდით ნახვა ახდენილი ოცნებაა.”

ფოტო გარეკანზე: Altin Kaftira

მასალების გადაბეჭდვის წესი