ახალი ამბები

ქოქოლაძის წარმომადგენელთა განცხადება

4 აგვისტო, 2010 • • 1026
ქოქოლაძის წარმომადგენელთა განცხადება

”ელიტ ელექტრონიქსში  ყველა ინფორმაცია და ბიზნეს ხელშეკრულებები  გამჭვირვალე და კანონიერი იყო” – აცხადებენ  ანზორ ქოქოლაძის წარმომადგენლები და დარწმუნებულნი არიან, რომ  ყველა ინფორმაციის   სასამართლოში წარდგენის შემდეგ,   სასამართლო  სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს და ანზორ ქოქოლაძეს ეჭვმიტანილის სტატუსს მოუხსნის. 

”ელიტ ელეტქრონიქსის” დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. მას  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების გამო ედება ბრალი.    ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ  ქოქოლაძემ  2008-2009 წლებში, სხვადასხვა უკანონო გარიგებების საფუძველზე, თაღლითურად აარიდა თავი სახელმწიფოსა და კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას.

“თიბისი ბანკი” “ელიტ ელექტრონიქსის” დამფუძნებლის, ანზორ ქოქოლაძის დაკავებასთან რაიმე კავშირს უარყოფს.  “ინტერპრენიუსს” ბანკში განუცხადეს, რომ მათ არანაირი სარჩელით ან საჩივრით სასამართლოსთვის ან პროკურატურისთვის არ მიუმართავთ.

„საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა“ – ამ ნაბიჯით „თიბისი ბანკი” ცდილობს მის მიერ „ელიტ ელექტრონიქსის“  მითვისების ფაქტის  გადაფარვას” – ნათქვამია ქოქოლაძის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  ”თიბისი ბანკის”  ელიტ ელექტრონიქსის ახალმა მენეჯმენტმა ”ელიტ ელექტრონიქსის” დამფუძნებელსა და ყოფილ მმართველს ანზორ ქოქოლაძეს ბრალი წაუყენა, თითქოს მან  “ელიტ ელექტრონიქსის” ქონება მიითვისა, რაც, რა თქმა უნდა, “თიბისი ბანკის” მხრიდან კიდევ ერთი უსაფუძვლო  ბრალდებაა”–აცხადებენ ანზორ ქოქოლაძის წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი