ახალი ამბები

„ჩემი გჯერა?“ — გარდაიცვალა კაცი ცნობილი ვიდეოდან

14 სექტემბერი, 2023 • 13060
„ჩემი გჯერა?“ — გარდაიცვალა კაცი ცნობილი ვიდეოდან

88 წლის ასაკში გარდაიცვალა ველოდი მირცხულავა, რომელიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა 2000-იანი წლების დასაწყისში გადაღებული ვირუსული ვიდეოთი გაიცნო. ინფორმაციას მისი შვილი ავრცელებს.

ცნობილ ვიდეოში, სავარაუდოდ, ქვეყნის იმდროინდელი მდგომარეობით შეწუხებული ველოდი მირცხულავა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს აგინებს.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიორგაფიული ლექსიკონის მიხედვით, ველოდი მირცხულავა 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი იყო გულრიფშის 108-ე სამაჟორიტარო ოლქიდან. ასევე წარმოადგენდა  საარჩევნო ბლოკ “მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს”. მირცხულავას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის  აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

მასალების გადაბეჭდვის წესი