ახალი ამბები

ყირიმში ძლიერი აფეთქებები იყო – სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო ნაწილთან

14 სექტემბერი, 2023 • 1268
ყირიმში ძლიერი აფეთქებები იყო – სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო ნაწილთან

დღეს, 14 სექტემბრის დილით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებები იყო.

ადგილობრივი მცხოვრებლები და გვერდები სოციალურ ქსელებში აქვეყნებდნენ აფეთქებების ფოტოებსა და ვიდეოებს. უკრაინული მედიასაშუალების, „სუსპილნეს“ ცნობით, აფეთქებები იყო სოფელ უიუტნოესთან, სადაც განთავსებულია რუსეთის სამხედრო ნაწილი №85683.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ უკრაინულმა მხარემ დილის ხუთ საათზე ხუთი უეკიპაჟო კატერით სცადა მიეტანა იერიში შავი ზღვის ფლოტის ხომალდ „სერგეი კოტოვზე“, თუმცა, როგორც უწყებაში ამბობენ, კატერები გემზე განთავსებული შეიარაღებით გაანადგურეს. მოსკოვის განცხადებითვე, მოგერიებულია თერთმეტი დრონის შეტევაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი