თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიძღუდება 13 სექტემბრის 00:00 საათიდან 17 სექტემბრის 06:00 საათამდე. თბილისის მერიის ცნობით, კლდოვანი ფერდობის გამაგრების სამუშაოების გამო.
მერიის განცხადებითვე, ვაჟა ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებიდან, ასევე, უნივერსიტეტის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ბაგების დასახლების მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილების გავლით, ზურაბ ავალიშვილის ქუჩაზე.