უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გუშინ, 11 სექტემბერს, შეტევა მიიტანეს დონეცკის ოლქში მდებარე რუსულ ბაზაზე, სადაც დრონები იყო განთავსებული – იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის აპარატის სტრატკომის დეპარტამენტი და მომხდარის ვიდეოსაც აქვეყნებს.
„2023 წლის 11 სექტემბრის დილით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით მიიტანეს დარტყმა ოკუპანტთა დრონების ბაზაზე დროებით ოკუპირებული დონეცკის ოლქის სოფელ ლუგანსკოეში“, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
კონკრეტულად რა იარაღით განხორციელდა დარტყმა, ან ჯარის რომელი ქვედანაყოფი იდგა მის უკან, დაზუსტებული არაა, აღნიშნავს „უკრაინსკა პრავდა“.
View this post on Instagram

![უკრაინამ რუსეთის დრონების ბაზა დაბომბა [ვიდეო] უკრაინამ რუსეთის დრონების ბაზა დაბომბა [ვიდეო]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2023/09/Screenshot_18.jpg)






