ახალი ამბები

რუსეთში ავარიულად, მინდორში დაეშვა სამგზავრო თვითმფრინავი

12 სექტემბერი, 2023 •
რუსეთში ავარიულად, მინდორში დაეშვა სამგზავრო თვითმფრინავი

რუსეთში, „ურალის ავიახაზების“ თვითმფრინავი Airbus-A320, ავარიულად დაეშვა ნოვოსიბირსკის ოლქში, მინდორში, იტყობინება ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახური.

თვითმფრინავში, რომელიც სოჭი-ომსკის რეისს ასრულებდა, 161 ადამიანი იმყოფებოდა. ოფიციალური წყაროების ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე აღძრა საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის და მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევის მუხლით.

ტელეგრამ-არხი „112“ წერს, რომ ავარიის მიზეზი გახდა ჰიდროსისტემის პრობლემა. „რია ნოვოსტის“ წყარო კი აცხადებს, რომ ჰიდროსისტემამ სულაც მუშაობა შეაჩერა. ოფიციალური მიზეზები უცნობია.

რუსეთის საავიაციო სექტორი უკვე წელიწადნახევარზე მეტია, სანქციების გამო ვეღარ იღებს სხვადასხვა მასალას და შედეგად, ზოგჯერ უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით უწევს ფრენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი