10 სექტემბერს, იტალიაში სპორტული ცეკვების თანრიგით დასრულდა ფიგურული სრიალის ჩელენჯერ კატეგორიის ტურნირი -„ლომბარდიის თასი”, სადაც საქართველოს სახელით მოასპარეზე მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას სპორტული ცეკვების წყვილმა მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

კაზაკოვა და რევია მოკლე პროგრამაში მესამე ადგილზე გავიდნენ, თავისუფალში კი – მეოთხეზე. ორი პროგრამის ჯამში დაგროვილი ქულები წყვილისთვის საკმარისი აღმოჩნდა ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად.

„ლომბარდიის თასზე” საქართველოს ფიგურული სრიალის ნაკრებმა მოიპოვა სამივე სინჯის მედალი – ქალების თანრიგში – ოქრო, კაცების თანრიგში – ვერცხლი, სპორტულ ცეკვებში კი – ბრინჯაო.