ახალი ამბები

“ეს იყო პრემიერის პირადი ხარჯი” – კობახიძე ღარიბაშვილის ფრენაზე

10 სექტემბერი, 2023 • 1651
“ეს იყო პრემიერის პირადი ხარჯი” – კობახიძე ღარიბაშვილის ფრენაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა ისარგებლა ჩარტერული ფრენით და ქვეყნის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა.

“ეს არის რეალობა. რაც შეეხება ხარჯებს, ეს იქნება დეკლარირებული და საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი”, – განაცხადა კობახიძემ.

“ოცნების” თავმჯდომარის თქმით, მომხდარში “სასპეკულაციოსაც” ვერაფერს ხედავს და გააკრიტიკა წინა ხელისუფლება, რომელიც მისი თქმით, ქვეყნის ბიუჯეტს საკუთარი სალაროსავით ექცეოდა.

ნოდარ მელაძის შაბათის“ ინფორმაციით, რომელსაც არც საქართველოს მთავრობაში უარყოფენ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.

მან უფროსი შვილი, 18 წლის ნიკოლოზ ღარიბაშვილი ჯერ მიუნხენში ჩაიყვანა სამთავრობო თვითმფრინავით, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებისკენ გზა სამგზავრო თვითმფრინავით გააგრძელა.

როგორც ირკვევა, ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად სამთავრობო ბორტით მიუნხენში გაფრინდა, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამასთან, ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის წევრების მიუნხენში ჩაყვანის შემდეგ სამთავრობო ბორტი საქართველოში არ დაბრუნებულა და 28 აგვისტომდე მიუნხენში იცდიდა, რათა ღარიბაშვილი უკან, საქართველოში ჩამოეყვანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი