ახალი ამბები

მაროკოში მიწისძვრას 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

9 სექტემბერი, 2023 •
მაროკოში მიწისძვრას 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

მაროკოში ძლიერ მიწისზვრას 632 მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ფრანს პრესი“ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს, სტიქიის შედეგად დაშავდა 329 მოქალაქე, რომელთაგან 51-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

მიწისძვრა მაროკოში ღამით, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე მოხდა და მისი სიმძლავრე 6.8 მაგნიტუდას შეადგენდა. BBC-ს ცნობით, ბიძგები მთელი მაროკოს ტერიტორიაზე იგრძნობოდა ეპიცენტრი კი მარაქეშიდან 71 კილომეტრში იყო.

გამოცემა წერს, რომ შემთხვევის ადგილიდან გავრცელებული ფოტომასალის მიხედვით, სტიქიის შედეგად ყველაზე დიდი ზიანი სწორედ ისტორიულ ქალაქ მარაქეშს მიადგა. ბიძგების გამეორების შიშით მოქალაქეების ნაწილმა ღამე ქუჩაში გაატარა.

მიწისძვრამ ნგრევა ქვეყნის თითქმიდ მესამედში გამოიწვია, შესაბამისად არსებობს მოლოდინი, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. გავრცელებული ცნობებით მიწისძვრის შედეგად დიდი ზიანი მიადგა ატლასის მთებში მდებარე მოწყვეტილ სოფლებს. BBC-ს ცნობით, მაროკოში მომხდარი მიწისძვრის ბიძგები ისეთი ძლიერი იყო, რყევა კანარის კუნძულებსა და ალჟირშიც იგრძნეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი