ახალი ამბები

საქართველომ ესპანეთთან 1:7 წააგო

8 სექტემბერი, 2023 • 2747
საქართველომ ესპანეთთან 1:7 წააგო

საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან ანგარიშით 1:7 დამარცხდა. მატჩი თბილისში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ჩატარდა.

საქართველოს ნაკრებიდან გოლი გაიტანა გიორგი ჩაკვეტაძემ. ესპანეთის ნაკრების მხრიდან გოლები გაიტანეს ალვარო მორატამ, დანი ოლმომ, ნიკო უილიამსმა და ლამინ იამალმა. 

ამჟამად საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ოთხი შეხვედრა აქვს ჩატარებული და ოთხი ქულა აქვს. ჯგუფის ლიდერ შოტლანდიას საქართველო რვა ქულით ჩამორჩება.

შემდეგ შეხვედრას ნაკრები 12 სექტემბერს, ნორვეგიასთან გამართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი