ახალი ამბები

“სახლიდან გამოვედი და დაინგრა” — გურიაში სტიქიით დაზარალებული

8 სექტემბერი, 2023 •
“სახლიდან გამოვედი და დაინგრა” — გურიაში სტიქიით დაზარალებული

გურიაში სოფელ მამათში, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

მეპატრონის, ვახტანგ პატიეშვილის თქმით, სახლში, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა, პირველი სართულის კედლები ნაწილობრივ დაინგრა, თუმცა პირველადი შეფასებით აღდგენას ექვემდებარება.

როგორც 67 წლის კაცი იხსენებს “ნეტგაზეთთან”, დილის 6 საათისთვის ძლიერმა ხმაურმა გააღვიძა, გარეთ გამოსულმა კი დაინახა, მეწყერი, რის შემდეგაც მეუღლეც გააღვიძა და სახლიდან გამოსვლა მოასწრეს:

“6 საათი იყო, გავიგე რაღაც ხმა. მეუღლეს ვუთხარი, ნახე ერთი ოთახში რა ხდება-მეთქი. ჭრიალის ხმა თანდათან მატულობდა. ამ დროს მეუღლემ იყვირა, ჩქარა გადი გარეთო და გამოვედი და დაინგრა ამ დროს სახლი”, — იხსენებს ვახტანგის მეუღლე, მზია ფრაგულაშვილი.

“გამთენიისას გამაღვიძა მეწყერმა. ამხელა მასა რომ მოდის, ხეებთან ერთად… აქ მეწყერი არ დაფიქსირებულა აქამდე. სახლის უკანა მხრიდან მთასავით არის ქანი, ნარგავები იყო, ხეები და მოწყდა ეს მიწა, რამდენიმე ტონა [მიწის მასა] დაეჯახა სახლს. დაზიანდა პირველი სართული, მეორე სართული ხისაა და ამჟამად პირველი სართულის გამაგრება მიმდინარეობს”, — ამბობს პატიეშვილი.

მისი თქმით, სოფელში კიდევ რამდენიმე სახლი დაზიანდა, თუმცა მსუბუქად.

როგორც პატიეშვილი ამბობს, ადგილზე სამაშველო სამსახური ახლაც [18:30 საათისთვის] იმყოფება და მოსახლეობას ეხმარება, თუმცა ძირითადი გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილიდან დაიწყება. მას და მის მეუღლეს ასევე სახლის დაგირავებაც შესთავაზეს, მაგრამ ამ დროისთვის ისინი ნათესავთან რჩებიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი