ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა ტერმინი “ოკუპაცია” დაამკვირდოს – პაპუაშვილი ბორელს

8 სექტემბერი, 2023 • 1793
მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა ტერმინი “ოკუპაცია” დაამკვირდოს – პაპუაშვილი ბორელს

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს შეხვდა.

ჯოზეფ ბორელთან შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც.

პაპუაშვილის თქმით, საუბარი შეეხო უსაფრთხოების მხრივ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ნაცვლად სხვადასხვა ტერმინოლოგიისა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, ტერმინი ოკუპაცია დამკვიდრდეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი