საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ინგლისური ენის მასწავლებლების პირველი ჯგუფი საქართველოშია. პროგრამის „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში, საქართველოს სკოლებში ინგლისურ ენას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მასწავლებლები შეასწავლიან.
დღეისათვის 50 მასწავლებელი ამერიკიდან, ინგლისიდან, კანადიდიან, ლიტვიდან და პოლონეთიდან ჩამოვიდა.
ინგლისური ენის მასწავლებლები საქართველოში ეტაპობრივად ჩამოვლენ. მასწავლებელთა პირველი ჯგუფი კი, მთლიანად აჭარაში გადანაწილდება.
სასწავლო წლის დაწყებამდე, პადაგოგები საქართველოს გაეცნობიან და ტრენინგებს გაივლიან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა პედაგოგებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ პირადად ის და მისი გუნდი უცხოელ მასწავლებლებს, შედეგებზე სასაუბროდ, ყოველ სამ თვეში ერთხელ შეხვდება.
სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციითვე, უცხოელ მასწავლებელბთან შეხვედრის დროს მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს სკოლებში უცხო ენები გაძლიერებულად პირველი კლასიდანვე უნდა ისწავლებოდეს.