ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანის ცოლი სამიტზე ზელენსკისთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

7 სექტემბერი, 2023 • 1217
ფაშინიანის ცოლი სამიტზე ზელენსკისთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ცოლმა, ანა აკობიანმა კიევში, 6 სექტემბერს მენტალური ჯანმრთელობის საკითხებისადმი მიძღვნილი, ქვეყნების პირველი პირების მეუღლეების სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტთან და მის ცოლთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. კიევში სამიტი თავად უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკსიმ გახსნა.

სამიტზე, ერთ-ერთ პანელზე სიტყვით გამოვიდა, ასევე, ფაშინიანის ცოლი, ანა აკობიანი, რომელმაც კიევში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა.

უკრაინაში ომის დაწყებიდან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სომხეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანა. რამდენიმე თვის წინ კი ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთის მოკავშირე არაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი