ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომეხი ხალხი საკმარისად ბრძენია, NATO-ს გავლენის ქვეშ არ მოექცეს – მოსკოვი

7 სექტემბერი, 2023 • 1405
სომეხი ხალხი საკმარისად ბრძენია, NATO-ს გავლენის ქვეშ არ მოექცეს – მოსკოვი

მოსკოვი სომხეთისა და NATO-ს თანამშრომლობის შესახებ გავრცელებულ უკანასკნელ ამბებს გამოეხმაურა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2023 წლის 11-16 სექტემბერს სომხეთი აშშ-სთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს “EAGLE PARTNER 2023”-ს გამართავს.

ასევე, რამდენიმე დღის წინ ნატო-ს გაფართოების საკითხებში ევროპული კომიტეტის თავმჯდომარემ გიუნტერ ფელინგერმა სომხეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ მოუწოდა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს მიმართა ტვიტერზე მიმართა, რასაც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაან კოსტანიანი მოგვიანებით მედიასთან გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “სომხეთს NATO-ში გაწევრიანებაზე მიწვევა არ მიუღია, თუმცა, ალიანსთან სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობს და აქვს მზაობა, გააგრძელოს ეს საქმიანობა.

“ჩვენ ვხედავთ NATO-ს მცდელობებს, გავლენის ქვეშ მოაქციოს არა მხოლოდ უკრაინა, არამედ რუსეთის სხვა მეზობლებიც, ამ შემთხვევაში, სომხეთი. NATO-თან დაახლოება სათუოა, რომ უსაფრთხოების კუთხით პოზიტიურ შედეგს მოუტანს ვინმეს. სომეხი ხალხი საკმარისად ბრძენი, შორსმჭვრეტელი და თანამედროვე საერთაშორისო რეალიების აღქმის მქონეა, რომ არ წამოეგოს NATO-ს მცდელობებზე, სომხეთის რესპუბლიკის ალიანსის გავლენის სფეროში მოსაქცევად”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა სომხეთისა და ალიანსის დაახლოების საკითხზე კომენტირებისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი