რუსულმა ძალებმა უკრაინულ ქალაქ კონსტანტინოვკაში, ბაზარზე განახორციელეს არტილერიული დარტყმა. ამჟამად ცნობილია 16 დაღუპულსა და 31 დაშავებულზე, წერს „უკრაინსკა პრავდა“.
გარდა ამისა, დანგრეული შენობის ნანგრევების ქვეშ კვლავაც რჩებიან ადამიანები.
მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. მან მომხდარს „სრულმასშტაბიანი არაადამიანობა“ უწოდა.
„რუსული ტერორისტების არტილერიამ დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში მოკლა 16 ადამიანი. ჩვეულებრივი ბაზარი. მაღაზიები, აფთიაქები. ადამიანები, ვისაც არაფერი დაუშავებიათ. ბევრი დაჭრილი. სამწუხაროდ, კიდევ შეიძლება გაიზარდოს დაჭრილთა და დაღუპულთა რაოდენობა. რაც შეიძლება მალე უნდა დავამარცხოთ რუსული ბოროტება“, – განაცხადა მან.
Зеленський опублікував відео удару росіян по Констянтинівці pic.twitter.com/POq4IgupJn
— Українська правда ✌️ (@ukrpravda_news) September 6, 2023