ახალი ამბები

ნაპოლი კვარაცხელიასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს უარყოფს

5 სექტემბერი, 2023 • 1356
ნაპოლი კვარაცხელიასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს უარყოფს

იტალიური საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ უარყოფს გავრცელებულ ცნობებს, რომ ქართველ ლეგიონერთან კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კლუბის თქმით, ცნობები მხოლოდ ფეხბურთელის აგენტზე დაყრდნობით ვრცელდება და სიმართლეს არ შეესაბამება. „ნაპოლიში“ აცხადებენ, რომ კლუბის მხრიდან აღნიშნული საკითხი არავის განუხილავს:

„ზოგიერთი მედიასაშუალება მხოლოდ ფეხბურთელის აგენტებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გადახედვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ეს აბსურდია. ნაპოლის მხრიდან არავის განუხილავს კონტრაქტის განახლების შესაძლებლობა ფეხბურთელისთვის, რომელსაც კლუბთან კიდევ 4 წლიანი ხელშეკრულება აკავშირებს,“ — ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამჟამად ქართველ შემტევს „ნაპოლისთან“ 2027 წლამდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული და მისი ანაზღაურება სეზონზე ერთ მილიონს შეადგენს ბონუსების გარეშე, რაც მისი შედეგებიდან გამომდინარე, სპორტის იტალიელი კომენტაორების შეფასებით საკამოდ დაბალი ანაზღაურებაა, როგორც კლუბში, ასევე ზოგადად ლიგაში. ბოლო პერიოდში ქართულ და იტალიურ პრესაში აქტიურად ვრცელდება ცნობა, რომ მხარეებმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაიწყეს საუბარი, რაც ფეხბურთელის პირობების გაუმჯობესებასაც ნიშნავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი