ახალი ამბები

სააკაშვილი: ხალხი არ აპატიებს მათ, ვინც პარტიის დაყოფაზე მუშაობს

4 სექტემბერი, 2023 •
სააკაშვილი: ხალხი არ აპატიებს მათ, ვინც პარტიის დაყოფაზე მუშაობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი წერილს ავრცელებს და აცხადებს, რომ ხალხი არ აპატიებს მათ, ვინც პარტიის დაყოფაზე მუშაობს.

სააკაშვილის თქმით, სოფო ჯაფარიძე მისი სახელით ენმ-ის ყველა წევრთან და მენეჯმენტთან ერთად მუშაობს, რათა პარტიამ სიმტკიცე შეინარჩუნოს:

„მომწონს ჩემი სახელით სოფო ჯაფარიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრთან და მენეჯმენტთან ერთად რომ მუშაობს, რათა პარტიამ შეინარჩუნოს სიმტკიცე. ყოველგვარი ხელოვნური დაყოფა, გათიშვა, ყალბი თემების შემოგდება არის ჩვენი მტრის თამაში და მტერი არ უნდა გავახაროთ. ხალხი არ აპატიებს მათ, ვინც პარტიის დაყოფაზე მუშაობს, არც მე და არც ჩვენი ხალხი ამას არ დავუშვებთ.

ის, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი პრობლემა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”, მე მგონი, გუშინაც დავრწმუნდით ჩოხატაურში.
წვრილმანი წყენებითა და პირადი ამბიციებით საქმე ვერ გაკეთდება. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობის პირობებში გამარჯვება გარდაუვალია და ვაპირებ, აქტიურად გამოვიყენო თუნდაც ამ ტყვეობის ყველა დღე, ბრძოლისთვისა და რუსების ხელისუფლებისგან საქართველოს გასათავისუფლებლად“ — აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი