ახალი ამბებირეკლამა

IFA 2023-ზე HONOR-მა მომავლის სმარტფონები წარადგინა

4 სექტემბერი, 2023 •
IFA 2023-ზე HONOR-მა მომავლის სმარტფონები წარადგინა

გამოფენაზე ბრენდმა მსოფლიოს ახალი შთამბეჭდავი Phone-to-Purse კონცეფცია HONOR V Purse გააცნო და სმარტფონები HONOR Magic V2 და ახალი ფერის HONOR 90 წარადგინა.

ბერლინი, გერმანია – 2023 წლის 1 სექტემბერი – გლობალურმა ტექნოლოგიურმა ბრენდმა HONOR 1 სექტემბერს IFA 2023-ზე წარადგინა საკუთარი სტრატეგიული ხედვა სმარტფონების მომავალთან დაკავშირებით. მთავარი სესიის დროს, სახელწოდებით „გახსენი მომავალი“, HONOR-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჟაომ ხაზგასმით აღნიშნა ბრენდის მისწრაფება, რომ ადამიანზე ორიენტირებული უახლესი ინოვაციების საშუალებით ყოველდღიურობად აქციოს დასაკეცი სმარტფონები, რომელთა შორისაა HONOR-ის ყველაზე მსუბუქი და თხელი დასაკეცი სმარტფონი – Magic V2. ბრენდმა ასევე წარადგინა HONOR V Purse – ახალი კონცეფცია, რომელიც დასაკეც სმარტფონს მოდურ და კომფორტულ ჩანთად გარდაქმნის, მომხმარებელს კი საკუთარი თავისა და სტილის გამოხატვის მრავალ შესაძლებლობას აძლევს.

“HONOR-ის დასაკეცმა სმარტფონებმა დიდი გზა გაიარეს, რომლის განმავლობაშიც თითოეულმა აჩვენა გამორჩეული წინსვლა დიზაინში, ფუნქციონალურობასა და მდგრადობაში’’ – განაცხადა ჯორჯ ჟაომ, HONOR-ის CEO-მ. –გარდა ამისა, HONOR V Purse-ის საშუალებით რეალიზებული phone to purse კონცეფციის დახმარებით, ჩვენ ვიკვლევთ მდგრად გადაწყვეტებს, რომლებიც იყენებენ ახალ დასაკეც ტექნოლოგიას კრეატიულობის წასახალისებლად და ხვალინდელი დღის ცხოვრების სტილის შესაქმნელად.’’

ახალი ჰორიზონტების დაპყრობა ტრენდული ტექნოლოგიებით

HONOR კარგად აცნობიერებს როგორ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მომავლის ცხოვრების სტილის შექმნაში და წარადგენს  HONOR V Purse-ს – ახალ Phone-to-purse კონცეფციას, რომელიც ელექტრონულ მოწყობილობებს მოდური სამომხმარებლო პროდუქტების სრულიად ახალ კატეგორიად გარდაქმნის და მომხმარებელს საკუთარი თავის გამოხატვის ულიმიტო შესაძლებლობას სთავაზობს.

მომხმარებლის გემოვნებაზე მორგებული always-on displays (AODs) სერიების საშუალებით HONOR V Purse იდეალურად გარდაქმნის დასაკეც სმარტფონს ტრენდულ აქსესუარად. დიზაინის ისეთი ელემენტების წყალობით როგორიცაა ჯაჭვი, ბუმბული და მოსართავი, HONOR V Purse-ის AOD-ები ჩანთის დიზაინს ემსგავსება. კონცეპტუალური სმარტფონი ასევე თავსებადია ურთიერთშემცვლელი თასმებისა და ჯაჭვების ფართო არჩევანთან, რომლებიც მარტივად მაგრდება სამაგრზე და სმარტფონის ჩვეულებრივი ჩანთის მსგავსად ტარების საშუალებას იძლევა, რაც მას მომავლის „IT” ჩანთად აქცევს. აღსანიშნავია, რომ HONOR V Purse  -ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი თხელი ზომაა. მოდელის სისქე დაკეცილ მდგომარეობაში 9,9მმ-ია, ხოლო გახსნილ მდგომარეობაში – 4,7მმ.

სმარტფონის შემქმნელებმა მხედველობაში მიიღეს მდგრადი განვითარების საკითხები, შესაბამისად, HONOR V Purse არის იმის მაგალითი, თუ როგორ ზრუნავს HONOR გარემოზე. გარდა იმისა, რომ მოდელი შეიცავს მდგრადი მასალებისგან, მაგ: ვეგანური ტყავისგან შექმნილ თასმებს, კონცეფციის მომხმარებელზე მორგებული AOD-ების უსასრულო რაოდენობა ნებისმიერ ტანისამოსს უხდება. რადგან მოდის ინდუსტრიას ფიზიკური სამყარო უფრო ციფრულ სივრცეში გადააქვს, ახალი ტექნოლოგია მომხმარებელს საკუთარი თავისა და სტილის გამოხატვის ულიმიტო შესაძლებლობას სთავაზობს. ამ მცირედით, HONOR V Purse-ს შეუძლია დაეხმაროს ერთი მხრივ, ეკოლოგიაზე მზრუნველ მომხმარებელს შეამციროს სწრაფი მოდის პროდუქტების მოხმარება და მეორე მხრივ, მოდის ინდუსტრიას მისცეს საშუალება ისარგებლობს ახალი ტექნოლოგიებით და წაახალისოს მომხმარებლები შეიძინონ ნაკლები ნივთი, ხოლო არსებული შენაძენებით უფრო დიდი დროის განმავლობაში ისარგებლონ.

ღია თანამშრომლობის ბრენდის სულისკვეთების შესაბამისად, HONOR-მა HONOR Talents Global Design Awards-ის პლატფორმის კულტურული გემოვნების საუკეთესო კანონმდებლებთან დაიწყო თანამშრომლობა, როგორებიც არიან BURBERRY-ის მამაკაცის სამოსის კრეატიული დირექტორი Bram Van Diepen, თანამედროვე არტისტი Yunuene Esparza, ჩინეთის ხელოვნების აკადემიის პროფესორი Yuan Youmin და crossover არტისტი Xiao Hui Wang.  ამ კოლაბორაციების შედეგად HONOR-მა მოწყობილობისთვის შექმნა მომხმარებელზე მორგებული AOD-ების სერიები და საზოგადოებას ულიმიტო მოდური შესაძლებლობები შესთავაზა. პროგრამის შემდეგ ეტაპზე API ინტერფეისის გახსნით, რომელიც დიზაინერებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ ისეთი სენსორებით, როგორიცაა გიროსკოპი, შეხება ან ambient light სენსორი, HONOR მოიწვევს ახალგაზრდა არტისტებს მთელი მსოფლიოდან უახლესი მოდური ტენდენციების ინსპირაციით საკუთარი დიზაინის შესაქმნელად, რაც მომავლის ცხოვრების სტილს შეცვლის.

HONOR Magic V2-ის თავდაპირველი გლობალური წარდგენა

IFA 2023-ის განმავლობაში HONOR-მა პირველად წარადგინა გლობალურ ღონისძიებაზე ახალი ფლაგმანი დასაკეცი სმარტფონი – HONOR Magic V2, რაც იდეალურად წარმოაჩენს HONOR-ის ხედვას დასაკეც სმარტფონებთან, ინდუსტრიის სტანდარტების გადამუშავებასთან, ბატარეის, ეკრანისა და მომხმარებლის გამოცდილების ასპექტებთან დაკავშირებით.

HONOR Magic V2 წარმოადგენს HONOR-ის მიერ დღემდე არსებულ სმარტფონებს შორის ყველაზე მსუბუქ და თხელ დასაკეც მოდელს, რომელიც მხოლოდ 231გ-ს იწონის და დაკეცილ მდგომარეობაში 9,9მმ სისქისაა. მას აქვს საშუალოდ 2,72მმ-ის სისქის ახალი თაობის სილიკონ-ნახშირბადის ორმაგი ბატარეა, რომელიც თხელ და მსუბუქ დასაკეც ფლაგმანში 5,000MAH მოცულობის სიმძლავრეს აღწევს.

ამასთანავე, თხელ და მსუბუქ HONOR Magic V2-ს აქვს სუპერმსუბუქი ტიტანის ტიხარი რომლის ანალოგიც არ არსებობს და HONOR-ის საკუთრებაში არსებული ახალი ფოლადი, რაც ტიხრის მექანიზმის დამატებით გამძლეობასა და მდგრადობას უზრუნველყოფს. HONOR Magic V2 ასევე ფლობს SGS მდგრადობის სერტიფიკატს, რაც საშუალებას აძლევს ტიხარს გაუძლოს 400,000 მეტ დაკეცვას და უზრუნველყოს დღეში 100-ჯერ დაკეცვის შემთხვევაშიც კი 10 წლამდე სიცოცხლის ხანგრძლივობა. 

HONOR Magic V2 აღჭურვილია სამმაგი უკანა ხედვის კამერით, რომელთა შორისაა 50 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა (f/1.9), 50 მეგაპიქსელიანი ულტრა ფართო კუთხიანი კამერა (f/2.0) და 20 მეგაპიქსელიანი ტელეობიექტივის კამერა (f/2.4). ფრონტალური ორმაგი კამერა კი აღჭურვილია ორი 16 მეგაპიქსელიანი კამერებით (f/2.2).

ადამიანზე ორიენტირებული ინოვაციების ჩართვით, HONOR Magic V2-ს ასევე აქვს ინდუსტრიაში წამყვანი 3840ჰც PWM სინათლის დაბნელების ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რაც ამცირებს თვალის დაძაბულობას და უზრუნველყოფს მოწყობილობით კომფორტული სარგებლობის შესაძლებლობას ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი.

აღსანიშნავია, რომ HONOR Magic V2-ის საშუალებით ახალი ინტერაქციული გამოცდილება ხდება ხელმისაწვდომი. HONOR Magic V2 მხარს უჭერს არა მხოლოდ hovering photography-ს, არამედ სხვა hovering გამოცდილებასაც, როგორიცაა შეხვედრები და გართობა. ისტორიაში პირველად HONOR Magic V2-ს აქვს Parallel Space, რაც არა მხოლოდ პროფესიული და პირადი მონაცემების დამოუკიდებლად შენახვისა და მონაცემების უსაფრთხოდ იზოლირების საშუალებას იძლევა, არამედ dual-space აპლიკაციების პარალელურად მუშაობას ხდის შესაძლებელს.

EISA-ს დაჯილდოების გამარჯვებული HONOR 90-ის ახალი ფერი

პროდუქტების შესახებ სიახლეების გაცნობის შემდეგ, HONOR-მა ასევე გამოაცხადა, რომ HONOR 90 გახდა Expert Imaging and Sound Association (EISA)-ს Best Buy Smartphone 2023-2024-ის კატეგორიის გამარჯვებული და ამის აღსანიშნავად, ბრენდი HONOR 90-ის ახალ ლურჯ მოდელს გამოუშვებს გლობალურად. 


HONOR-ის შესახებ

HONOR სმარტ მოწყობილობების წამყვანი გლობალური მომწოდებელია, რომლის მიზანია გახდეს საკულტო გლობალური ტექნოლოგიური ბრენდი და შექმნას ახალი ინტელექტუალური სამყარო ყველასთვის, გამორჩეული პროდუქტებისა და სერვისების საშუალებით. R&D-ზე თავისი ურყევი ფოკუსით, HONOR-ის მოწოდებაა განავითაროს ტექნოლოგიები, რომლებიც მსოფლიოს გარშემო ხალხს აძლევს შესაძლებლობას და  თავისუფლებას დასძლიონ საზღვრები, გააკეთონ და მიაღწიონ უფრო მეტს. ნებისმიერი ბიუჯეტისთვის შესაბამისი მაღალი ხარისხის სმარტფონების, ტაბლეტების, ლეპტოპებისა და სხვა მოწყობილობების შეთავაზებით, HONOR-ის ინოვაციური, პრემიუმ ხარისხისა და სანდო პროდუქტების პორტფოლიო საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გახდნენ საკუთარი თავის უკეთესი ვერსიები. 

მასალების გადაბეჭდვის წესი