ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აზერბაიჯანმა საზღვარზე ცეცხლი გახსნა, ორი სამხედრო დაიღუპა” – სომხეთი

1 სექტემბერი, 2023 • 1729
“აზერბაიჯანმა საზღვარზე ცეცხლი გახსნა, ორი სამხედრო დაიღუპა” – სომხეთი

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დღეს, პირველ სექტემბერს გამთენისას, აზერბაიჯანის საზღვარზე, სოთქის მიმართულებით, აზერბაიჯანმა სომხეთს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგად, ორი სამხედრო დაიღუპა და ერთი დაიჭრა.

საპასუხო განცხადება გაავრცელა ასევე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ. ბაქო აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის საპასუხოდ გახსნა ცეცხლი. ამასთან, ბაქო ერთი აზერბაიჯანელი სამხედროს დაჭრაზე იუწყება.

მთიან ყარაბაღში 2020 წლის ომის ცხელი ფაზის დამთავრების შემდეგ მხარეებს შორის სიტუაცია ისევ არასტაბილური რჩება. რეგულარულ ხასიათს ატარებს ახალი შეტაკებები, რომელიც მსხვერპლით სრულდება. ამავე დროს, საკმაოდ ინტენსიურია დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებათა პროცესი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი