ახალი ამბები

Imagine Dragons-ის კონცერტის გამო თბილისის ავტობუსების ნაწილი 02:00 საათამდე იმუშავებს

31 აგვისტო, 2023 • 1042
Imagine Dragons-ის კონცერტის გამო თბილისის ავტობუსების ნაწილი 02:00 საათამდე იმუშავებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, Imagine Dragons-ის კონცერტზე დამსწრეთათვის ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმუშავებენ.

კერძოდ, N307, N334, N345, N358 და N359 ავტობუსები მოქალაქეებს პირველი სექტემბრის 02:00 საათამდე მოემსახურებიან.

ჯგუფ Imagine Dragons-ის კონცერტი თბილისში 31 აგვისტოს, 22:00 საათზე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი