ახალი ამბებირეკლამა

აკუმულატორების დიდი არჩევანი Tegetashop.ge-ზე

30 აგვისტო, 2023 • 1402
აკუმულატორების დიდი არჩევანი Tegetashop.ge-ზე

აკუმულატორი ავტომანქანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალაა. სწორედ მასზეა დამოკიდებული მანქანის დაძვრა, მოძრაობა, ფარების ანთება და სხვა. მარტივად რომ ვთქვათ, ესაა ერთგვარი ელემენტი, რომელიც მუხტავს მთელს სისტემას და რომლის გარეშეც მუშაობა უბრალოდ წარმოუდგენელია. 

აკუმულატორის არჩევა მომხმარებლისთვის საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პროცესია. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა გავითვალისწინოთ, სანამ უშუალოდ შევიძენთ. ახალი აკუმულატორები გარკვეულ მოთხოვნილებებს უნდა აკმაყოფილებდეს.  ავტომანქანის აკუმულატორები ნორმალური ფუნქციონირებისთვის მაღალ სიმძლავრესა და დენის გამტარობას იყენებს. სწორედ ეს ორი რამ უზრუნველყოფს პროდუქტის გამართულ მუშაობას. თუმცა, ამას გარდა, უპირატესია მისი ხანგრძლივად მუშაობის შესაძლებლობაც, ნაკლები კოროზია და გარემოს დაბინძურების შემცირება. 

აკუმულატორები დაახლოებით სამ წლამდე ფუნქციონირებს, თუმცა ზოგჯერ ის უფრო მალე უნდა შეიცვალოს. ამის მიზეზები შეიძლება იყოს კლიმატი, მართვის თავისებურება და სხვა. აკუმულატორის დამოუკიდებლად შეცვლა მძღოლის მხრიდან დიდ დაკვირვებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია, გვეცვას შესაბამისი ტანსაცმელი, დავიცვათ სხეული და სახე – განსაკუთრებით თვალები, ახლოს  არ გვქონდეს აალებადი პროდუქტები, მჟავა და სხვა. აკუმულატორი აუცილებლად უნდა შეიცვალოს ვენტილაციის პირობებში. ისეთ ადგილას, სადაც იქნება გამწოვი სისტემები და განიავების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ მის შესაცვლელად რეკომენდებულია სპეციალისტთან ვიზიტი. აკუმულატორის შეცვლა „თეგეტა შოპში“ ონლაინჯავშნის საშუალებით შეგიძლია.

Tegetashop.ge-ის ონლაინ მაღაზია აკუმულატორების უდიდეს არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. აქ შეხვდები მრავალფეროვან ბრენდებსა და პროდუქციას, მათ შორის Varta-სა და Optima-ს. განვიხილოთ თითოეული ბრენდის აკუმულატორები:

Varta გამორჩეული ხარისხითა და ინოვაციური მიდგომებით მთელს ევროპაშია ცნობილი. varta-ს აკუმულატორები მსოფლიოს თითქმის ყველა საავტომობილო ქარხანას მიეწოდება და აკუმულატორების მსოფლიო ბაზრის 40%-ზე მეტს მოიცავს. ბრენდის პროდუქცია გამოიყენება როგორც სატვირთო, ისე მსუბუქი ავტომობილებისა და მოტოციკლებისთვის. Varta-ს აკუმულატორებს აქვს მაღალი სიმძლავრე და დენის გამტარობა. ბრენდი იყენებს ეკოსტეპსის ტექნოლოგიას, რომელიც გარემოს მინიმალურ დაბინძურებას უზრუნველყოფს. 

optima მსოფლიო ბაზარზე ძალიან ცნობილი ბრენდია, რომლის პროდუქციაც მთელს მსოფლიოში საუკეთესოდაა მიჩნეული. ბრენდი ცნობილია ინოვაციური მიდგომებით დამმუხტველების, აკუმულატორების წარმოებაში. ის იყენებს SPIRALCELL TECHNOLOGY-ს. ბრენდის აკუმულატორები ყველაზე მძლავრი და კომპაქტურია, მუშაობს ნებისმიერ კლიმატურ პირობებში და, ამ მხრივ, დიდ კომფორტს უქმნის მძღოლებს. 

„თეგეტა შოპზე“ აღნიშნული და სხვა ბრენდების აკუმულატორები ფასდაკლებით შეგიძლია შეიძინო. გარდა ამისა, ვებგვერდი საშუალებას გაძლევს, მინიმუმ 100-ლარიან შენაძენზე ისარგებლო განვადების ძალიან ხელსაყრელი პირობებით. საჭიროა მხოლოდ მარტივი რეგისტრაცია მინიმალური ინფორმაციის შევსებით. 

გარდა სხვა უპირატესობებისა, თეგეტა საშუალებას გაძლევს, ექსპრესმიწოდებითაც ისარგებლო, შეიძინო აკუმულატორები ადგილზე მიტანით ძალიან მცირე დროში, ფაქტობრივად, შეკვეთის გამზადებიდან 1 საათში, რაც ძალიან კომფორტული და სასიამოვნოა თითოეული მომხმარებლისთვის.


გადადი „თეგეტა შოპის“ საიტზე და გაეცანი დეტალებს: https://shop.tegetamotors.ge/ge/home 

ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 032 226 44 44

მასალების გადაბეჭდვის წესი