ახალი ამბები

ძლიერი წვიმა თბილისში – მერია მოქალაქეებს აფრთხილებს

29 აგვისტო, 2023 • 3813
ძლიერი წვიმა თბილისში – მერია მოქალაქეებს აფრთხილებს

თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ქუჩები – ავტომანქანებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს გადაადგილება უჭირს.  გლდანში წვიმის შედეგად დაიტბორა მაღზიებიც.

როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, დაშავებულები არ არიან, ძირითადად დაიტბორა სარდაფები.

თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.

“დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები. მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე : 2 722222.”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

[ინფორმაცია განახლდება]

თბილისის მერი კახა კალაძე ბრიფინგს აანონსებს:

მასალების გადაბეჭდვის წესი