ახალი ამბები

საბურთალოზე ელექტროენერგია 28 ათას აბონენტს არ მიეწოდება — თელასი

29 აგვისტო, 2023 • 1786
საბურთალოზე ელექტროენერგია 28 ათას აბონენტს არ მიეწოდება — თელასი

თელასის ინფორმაციით, დღეს, 15:14 საათზე, ავარიულად გაითიშა ქვესადგურის „საბურთალო-1“ მკვებავი 35-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება საბურთალოს რაიონის 28 ათასამდე მომხმარებელს.

როგორც კომპანია აცხადებს, მათი საავარიო სამსახური უკვე აწარმოების აღდგენით სამუშაოებს. ელექტრომომარაგება 18:00 საათზე აღდგება.

თელასის განცხადებით, 28 აგვისტოს საბურთალოზე, ოდიშელიძის ქუჩაზე არსებულ გაზის მილზე გაჩენილი ხანძრის გამო მაღალი ძაბვის კაბელები, რის შემდეგაც კომპანიამ შეძლო ავარიის აღმოფხვრა და ელექრტომომარაგების აღდგენა.

„თუმცა დღეს 35-კილოვოლტიანი ელექტროკაბელი ისევ დაზიანდა. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”, — აცხადებს თელასი.

მასალების გადაბეჭდვის წესი