ახალი ამბები

სამხრეთ კორეა უკრაინისთვის გამოყოფილ დახმარებას რვაჯერ ზრდის

29 აგვისტო, 2023 • 1585
სამხრეთ კორეა უკრაინისთვის გამოყოფილ დახმარებას რვაჯერ ზრდის

სამხრეთ კორეა უკრაინისთვის შემდეგი წლისთვის გამოყოფილ დახმარებას რვაჯერ ზრდის – 394 მილიონ აშშ დოლარამდე, იტყობინება „როიტერსი“.

აღნიშნული თანხიდან ნახევარი ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება, მეოთხედი რეკონსტრუქციას, ხოლო კიდევ ერთ მეოთხედს უკრაინას, სამხრეთ კორეის გავლით, გადასცემენ საერთაშორისო ორგანიზაციები.

გარდა ამისა, ივლისში სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ სეული კიევს საკმაო სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს. თუმცა, დეტალებზე მას არ უსაუბრია.

გარდა ამისა, სამხრეთ კორეა 1,5 მილიარდამდე გაზრდის სტრატეგიული ზონების განვითარების დახმარების პროგრამის ბიუჯეტს.


გარეკანის ფოტო: „უნიანი“

მასალების გადაბეჭდვის წესი