ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ვმუშაობთ, რომ ჩინეთმა და ინდოეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარონ”

29 აგვისტო, 2023 • 2885
“ვმუშაობთ, რომ ჩინეთმა და ინდოეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარონ”

საერთაშორისო საკითხებში რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის ხელმძღვანელი და რუსეთის საგარეო მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგორი კარასინი, რომელიც რუსეთის მიერ აღიარების 15 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ცხინვალში იმყოფებოდა, სპუტნიკთან ინტერვიუში აცხადებს, რომ “რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარების მიმართულებით წინ წაიწიონ”.

კარასინის თქმით, ეს რთული, მაგრამ მიღწევადია მიზანია და დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდება.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ აღიარა. ამ დრომდე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა, სირიას, ვენესუელას, ნიკარაგუასა და ნაურუს აქვთ აღიარებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი