ახალი ამბები

გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რიკოთზე საცობი აღარაა

29 აგვისტო, 2023 • 1581
გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რიკოთზე საცობი აღარაა

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მათი ბოლო ინფორმაციით, ამ დროისთვის რიკოთზე საცობი აღარაა.

როგორც მათ ნეტგაზეთს განუცხადეს, დღეს, 29 აგვისტოს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ რიკოთზე არანაირი შეზღუდვა არ ყოფილა დაწესებული.

დღეს დილით Facebook-ზე მოქალაქეები წერდნენ, რომ რიკოთზე საცობის გამო მოძრაობა შეფერხებული იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი