ახალი ამბები

საქართველოში არ შემოუშვეს რუსეთის ყოფილი ბავშვთა ომბუდსმენი

28 აგვისტო, 2023 • 1717
საქართველოში არ შემოუშვეს რუსეთის ყოფილი ბავშვთა ომბუდსმენი

რუსეთის ყოფილი ბავშვთა ომბუდსმენი, პაველ ასტახოვი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ იგი თავის ტელეგრამ-არხში წერს და მომხდარს „ქართველი მესაზღვრეებიის პროვოკაციას“ უწოდებს.

როგორც ასტახოვი ამბობს, იგი სომხეთში იმყოფებოდა – რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტელეარხის, „სპასის“გადაღებებზე და საქართველოს გავლით თურქეთში აპირებდა გადასვლას.

„სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ქართველი მესაზღვრეების პროვოკაციის გამო ჩვენს გადამღებ ჯგუფს, კვლავ გასაერთიანებლად, არარატის მთამდე 4200-კილომეტრიანი წრის დარტყმა მოუწია. მადლობა ღმერთს, კვლავ ერთად ვართ და ვაგრძელებთ გადაღებებს. სამწუხაროა, რომ მოძმე ხალხმა პოლიტიკური ამბიციები ბიბლიურ ისტორიებზე მაღლაც კი დააყენა. თუმცა უფალი ყველას და ყველაფერს ადგილს მიუჩენს“, – აცხადებს იგი.

ტელეარხ „სპასის“ ხელმძღვანელი, ბორის კორჩევნიკოვი ამბობს, რომ ასტახოვი ექვსი საათით დააყოვნეს საზღვარზე.


ასტახოვი 2009-2016 წლებში რუსეთის პრეზიდენტის უფლებამოსილი პირი იყო ბავშვთა უფლებების საკითხში. თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც სიამოზეროში საცურაოდ გასული ბავშვები დაიღუპნენ. ერთ-ერთ გადარჩენილ გოგონას მან ჰკითხა: „აბა, როგორ იცურავეთ?“, აღნიშნავს „ინსაიდერი“.

ასევე, 2015 წლიდან ასტახოვი უკრაინის მიერაა სანქცირებულიი.

მასალების გადაბეჭდვის წესი