ახალი ამბები

შეჯახება საწვრთენლი ფრენისას: უკრაინამ 3 გამოცდილი პილოტი დაკარგა

27 აგვისტო, 2023 • 2812
შეჯახება საწვრთენლი ფრენისას: უკრაინამ 3 გამოცდილი პილოტი დაკარგა

სამი გამოცდილი პილოტი ემსხვერპლა ავიაკატასტროფას უკრაინაში. ინციდენტი ავიაწვრთნებისას მოხდა. ერთმანეთს L-39 ტიპის საწვრთნელი თვითმფრინავები შეეჯახნენ. დაწყებულია გამოძიება.

უკრაინული მედიასაშუალება The Kyiv Independent-ის ცნობით, 25 აგვისტოს ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლნენ კაპიტანი ანდრი პლიშჩიკოვი, მაიორი ვიაჩესლავ მინკა და მაიორი სერჰიი პროკაზინი.

როგორც The Kyiv Independent წერს, ანდრი პლიშჩიკოვი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ცნობილი სამხედრო პილოტი იყო უკრაინაში, რომლის ბალანსზეც 500 ფრენის საათი და არაერთი რთულად შესასრულებელი დავალება. გარდა ამისა, ის აქტიური სოციალურ ქსელში — მას ტვიტერზე 14 ათასი გამომწერი ჰყავდა, თავის ცნობადობას კი ქვეყნის მიზნებისთვის აქტიურად იყენებდა, კერძოდ, საჯარო განცხადებებით დასავლელ ლიდერებს უკრაინისთვის F16-ების გადაცემისკენ აქტიურად მოუწოდებდა.

კიდევ ერთი დაღუპული მაიორი ვიაჩესლავ მინკაა, რომელიც სამხედრო ავიაციაში 2015 წელს, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაბრუნდა. მას 200-საათიანი ფრენის გამოცდილება ჰქონდა.

მესამე დაღუპული ერჰიი პროკაზინია, რომლის ბალანსზეც 100-საათიანი ფრენის გამოცდილება იყო.

„მის ბრიგადაში ამბობენ, რომ მას მისი ღიმილითა და რთულ სიტუაციებში დახმარების შესაძლებლობის უნარით მოიგონებენ“, — წერს The Kyiv Independent.

ფოტოზე (მარხნიდან მარჯვნივ): მაიორი ვიაჩესლავ მინკა, მაიორი სერჰიი პროკაზინი და კაპიტანი ანდრიი პილშჩიკოვი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი