ახალი ამბები

სურამში რადიაციულ საშიშროებას არ ადასტურებენ

29 ივლისი, 2010 • 1188
სურამში რადიაციულ საშიშროებას არ ადასტურებენ

გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ სურამში რადიაციული საფრთხე არ არსებობს.

გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სურამში მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩავიდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სურამში რადიაციული ფონი მომატებული იყო და ამან გავლენა იქონია დამსვენებელთა რაოდენობაზე.

გუშინ გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, სპეციალისტები დაბა სურამში ჩავიდნენ, რათა რადიაციული ფონი შეემოწმებინათ. მათი გამოთვლებით, რადიაციული ფონი დაბაში ნორმის ფარგლებშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი