ახალი ამბები

შოვში დაღუპულ დუდაშვილების ოჯახის ოთხივე წევრს 26 აგვისტოს დაკრძალავენ

24 აგვისტო, 2023 • 11534
შოვში დაღუპულ დუდაშვილების ოჯახის ოთხივე წევრს 26 აგვისტოს დაკრძალავენ

დუდაშვილების ოჯახის 4 წევრს, რომლებიც 3 აგვისტოს, შოვის სტიქიას ემსხვერპლნენ, 26 აგვისტოს, თბილისში დაკრძალავენ. ინფორმაციას ამის შესახებ მათი ახლობლები ავრცელებენ.

შოვის სტიქიას, სხვა ადამიანებთან ერთად, ემსხვერპლა ნატო ჭელიძე და მისი 3 შვილი — ლუკა, ანდრია და ანასტასია დუდაშვილები.

პანაშვიდები გაიმართება 24-25 აგვისტოს, თბილისში, ჟიული შარტავას #45, მე-3 სადარბაზო, მე-9 სართული. გამოსვენება, 26 აგვისტოს ( შაბათი) ქაᲨვეთიᲡ წმ. გიორგის სახელობის ტაძრიდან, 14 საათზე.

ანასტასია დუდაშვილის ცხედარი სტიქიიდან თითქმის 3 კვირის შემდეგ იპოვეს.

24 აგვისტოს მონაცემებით, ნაპოვნია სტიქიის შედეგად დაღუპული 29 ადამიანი, საიდანაც 28 იდენტიფიცირებულია.

არაოფიციალური ცნობებით, ამჟამად ნაპოვნი ან/და იდენტიფიცირებული არ არის 5 ადამიანი:

ზაზა მესხი და მისი ორი შვილი, 4 წლის გიორგი ხორბალაძე და გვანცა ბუბაშვილი.

ხელისუფლებამ ოფიციალურად ინფორმაცია მხოლოდ დაღუპულებისა და დაკარგულების რაოდენობაზე გაავრცელა და არა — მათი ვინაობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი