ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი და ცხინვალი რუსეთის მიერ აღიარების 15 წლისთავის აღსანიშნავად ემზადებიან

22 აგვისტო, 2023 • 2100
სოხუმი და ცხინვალი რუსეთის მიერ აღიარების 15 წლისთავის აღსანიშნავად ემზადებიან

26 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების 15 წლისთავს, სოხუმი და ცხინვალი საზეიმო კულტურული ღონისძიებებით აღნიშნავენ.

წელს 15 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრიდან და 2008 წლის “აგვისტოს ომის” დაწყებიდან. 26 აგვისტოს, რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სუბიექტებად ცნო.

ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მხრიდან დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობამ 2 232 შეადგინა. ამასთან, საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

აგვისტოს ომის საქმის გამოძიებამ როგორც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, ისე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ოსური მხარის და რუსეთის, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის პასუხისმგებლობა გამოავლინა და არცერთ შემთხვევაში — საქართველოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი