ახალი ამბები

დრონების შეტევის გამო მოსკოვის აეროპორტები დროებით გააჩერეს

21 აგვისტო, 2023 •
დრონების შეტევის გამო მოსკოვის აეროპორტები დროებით გააჩერეს

მოსკოვზე დრონებით შეტევის გამო თვითმფრინავების მიღება დროებით იყო შეჩერებული დომოდედოვოს და ვნუკოვოს აეროპორტებში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 21 აგვისტოს დილით მოსკოვის ოლქში ორი უკრაინული დრონი ჩამოაგდო.

უწყების ცნობით, ერთი დრონი პოკროვსკოეში [46 კილომეტრი მოსკოვიდან] ჩამოვარდა, მეორე – ისტრინსკის რაიონში, მოსკოვიდან 87 კილომეტრში.

პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთიდრონი მის სახლთან ახლოს, ქუჩაში დაეცა.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, დაშავებულია ორი ადამიანი  ისტრინსკის რაიონში, პატარა სახლზე დაცემის შედეგად.

მასალების გადაბეჭდვის წესი