ახალი ამბები

რუსეთის სარაკეტო დარტყმა ჩერნიჰივზე – დაიღუპა სულ მცირე ხუთი ადამიანი

19 აგვისტო, 2023 •
რუსეთის სარაკეტო დარტყმა ჩერნიჰივზე – დაიღუპა სულ მცირე ხუთი ადამიანი

რუსულმა ძალებმა 19 აგვისტოს დილით სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ქალაქ ჩერნიჰივის ცენტრზე. სავარაუდოდ, დარტყმა მოხდა ბალისტიკური რაკეტით, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“.

„შაბათის სადღესასწაულო დილა. [ადგილობრივი დროით] 13 საათისთვის ცნობილია 42 დაშავებულზე და ხუთ დაღუბულზე. დაშავებულია, მათ შორის, 11 ბავშვი“, – განაცხადა უკრაინის შსს-ს ხელმძღვანელმა იჰორ კლიმენკო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუბულების ახლობლევს სამძიმარი გამოუცხადა და პირობა დადო, რომ რუსული ტერორის წინააღმდეგ მსოფლიოს კონსოლიდაციისთვის იმუშავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი