აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ინალ არძინბამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და ამ კონტექსტში აფხაზეთის კონკურენტუნარიანობის შესახებ სოციალური პლატფორმის “აფხაზეთის მომავალი” მონაწილეებთან ისაუბრა.
არძინბას თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის მოცულობა 2,5 მილიარდ რუბლამდე გაიზარდა და მოსკოვი თბილისის მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
“მსოფლიოს ეკონომიკა და მსოფლიოს პოლიტიკა კონკურენტუნარიანი სფეროებია. თუ ვერ უძლებ კონკურენციას, საერთაშორისო პროცესებს მიღმა დარჩები”, – განაცხადა არძინბამ.