მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში 15 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა გუშინ, 17 აგვისტოს მოხდა. გავრცელებული ცნობით, შემთხვევის დროს ბიჭი ველოსიპედზე იჯდა.

ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. მძღოლი დაკავებულია.