ახალი ამბები

აშშ-მა დანიასა და ნიდერლანდებს უკრაინისთვის F-16-ების გადაცემის ნება დართო

18 აგვისტო, 2023 • 2566
აშშ-მა დანიასა და ნიდერლანდებს უკრაინისთვის F-16-ების გადაცემის ნება დართო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საბოლოო მწვანე შუქი აუნთო უკრაინაში დანიიდან და ნიდერლანდებიდან F-16 მოიერიშე თვითმფრინავის გაგზავნას მას შემდეგ, რაც შესაბამისი წვრთნები დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვაშინგტონმა დანიას და ნიდერლანდებს ოფიციალური გარანტიები მისცა, რომ შეერთებული შტატები დააჩქარებს F-16-ების გადაცემას უკრაინისთვის. ამ გადაწყვეტილებას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ:

“მივესალმებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებას, გზა გაუხსნას უკრაინაში F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნას. ახლა ჩვენ ამ საკითხს ევროპელ პარტნიორებთან განვიხილავთ”, — განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უკრაინას F-16-ის გადაცემას დიდი ხანია ითხოვს, თუმცა ქვეყანას არ ჰყავდა პილოტები, ვინც მის მართვას შეძლებდა. მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა უკრაინელი მფრინავების გადამზადებას აღნიშნულ მოიერიშე თვითმფრინავის სამართავად.

გასულ კვირაში უკრაინის წარმომადგენელმა, იური იჰნატმა განაცხადა, რომ უკრაინა ვერ შეძლებს F-16-ების გამოყენებას მიმდინარე წლის შემოდგომასა და ზამთარში.

F-16 თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავია, რომელსაც რაკეტის გასროლა 800 კილომეტრის მანძილზე შეუძლია. აღნიშნული უკრაინას ბრძოლის ველზე მიანიჭებს დიდ უპირატესობას და შესაძლებლობა ექნება, ფრონტის ხაზიდან მოშორებით შეუტიოს მტრის პოზიციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი