ახალი ამბებირეკლამა

კომფორტული საყიდლების პროცესი – “დეილი“ სუპერმარკეტი

17 აგვისტო, 2023 •
კომფორტული საყიდლების პროცესი – “დეილი“ სუპერმარკეტი

ყოველდღიური საყიდლების პროცესი ხშირად დამღლელ და რუტინულ აქტივობასთან ასოცირდება. საჭირო პროდუქტებისთვის სხვადასხვა ტიპის მაღაზიების სტუმრობა კი ამ პროცესს მუდმივად თან ახლავს.

სწორედ ამ პრობლემის გადაჭრა დავისახეთ მიზნად „დეილი“ სუპერმარკეტის გუნდში. ჩვენი კომპანია დაარსების დღიდან ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს ყველაზე ფართო არჩევანი, ყველაზე მისაღებ ფასად.

ჩვენი მისია უცვლელი რჩება – საყიდლებზე სიარულის პროცესი სწრაფი, მარტივი და კომფორტული გავხადოთ.

გარდა სტანდარტული ასორტიმენტისა, მომხმარებლებს ვთავაზობთ მზა კერძებისა და საკონდიტრო ნაწარმის ფართო არჩევანს. „დეილი“ ორ საწარმოს ფლობს ქუთაისსა და წყალტუბოში.

საწარმოები აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, დაცულია წარმოების ყველა სტანდარტი.  პროფესიონალი გუნდის წევრებს მუდმივად უტარდებათ სურსათის უვნებლობის ტრეინინგები კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. ყოველდღიურადდეილისსაწარმოებში 100-მდე დასახელების მზა საკვები, სალათები, კერძები და საკონდიტრო პროდუქცია იწარმოება. შედეგად კი 190-მდე ფილიალი მარაგდება. 

ყოველკვირეულად სააქციო შეთავაზებები ყველა კატეგორიის 150-მდე პროდუქტზე იგეგმება. დაგეგმვის პროცესში მუდმივად ვითვალისწინებთ განსაკუთრებულ პერიოდებს, დღესასწაულებს, მნიშვნელოვან დღეებს. ვცდილობთ განსაკუთრებული ყურადღება ჩვენი მომხმარებლების ინდივიდუალურ მოთხოვნებს დავუთმოთ და შევთავაზოთ მათზე მორგებული აქციები.

ბათუმში უკვე „დეილის“ 30-მდე ფილიალია, სადაც ყოველდღიური საჭიროების პროდუქტები ერთ სივრცეშია თავმოყრილი. მომხმარებლისთვის საყიდლების პროცესის გამარტივება კი ჩვენს ძირითად მიზანს წარმოადგენს.

ფილიალების ჩამონათვალი იხილეთ აქ – https://bit.ly/3OptxCS 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი