თბილისის მერია გეგმავს, რომ 2023 წლის „თბილისობისთვის“ 3 140 175 ლარი დახარჯოს. ამას მოწმობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ბაზაში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტაცია.
მერიამ ღონსიძიების მოსაწყობად გამარტყივებული შესყიდვა გამოაცხადა, გამარტივებული შესყიდვის არგუმენტად კი თქვა, რომ:
„დაგეგმილ აქტივობათა უმრავლესობა საავტორო ნამუშევრებს წარმოადგენს. ამასთან, ზემოაღნიშნული აქტივობების მიმდინარეობის პარალელურად, იკვეთება კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობის საკითხები, რაც თავის მხრივ დროში შეზღუდვას იწვევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო შესყიდვის წინასწარ დაგეგმვა.“
შესყიდვიდან ასევე ვიგებთ, რომ „თბილისობა“ 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს გაიმართება – ორბელიანის მოედანზე, რიყის პარკსა და სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში. ამ ლოკაციებზე, მერიის ცნობით, გაიმართება სხვადასხვა კულტურული, სპორტული თუ მოსასვენებელი სივრცე და ღონისძიება.
ამასთანავე, დაგეგმილია საზეიმო კონცერტი, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და მიუზიკლი ,,და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია!“.
