ახალი ამბები

თბილისში მანქანა დაიწვა, დაიღუპა მძღოლი

14 აგვისტო, 2023 •
თბილისში მანქანა დაიწვა, დაიღუპა მძღოლი

თბილისში, ჰუალინგთან, მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად დაიღუპა მანქანის მძღოლი.

მედიის ცნობით, ხანძარს წინ უძღოდა ავტოავარია. როგორც ტელეკომპანია „ფორმულა“ იუწყება, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ სატვირთო ავტომობილს, შემდეგ კი გარე განათების ბოძს შეეჯახა და აალდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი